10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სტიქიამ 58 ჰექტარი მოიცვა – რა ვითარებაა კურსებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ ვითარებას.

“ამ დროისათვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.

მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისაია: მზარდი რეპრესიების პირობებში საქმიანობის კრიზისულ რეჟიმზე გადავდივართ
შემდეგი სტატიადუშეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი