32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

“სტიქია უპრეცედენტო მასშტაბისაა”- ქადაგიშვილი

თელავში, სადაც სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ შექმნილია ოპერატიული შტაბი და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმშია.

„მთავარია, ოპერატიულად დაიწყო მუშაობა ყველა შესაბამისმა სამსახურმა – შექმნილია ოპერატიული შტაბი. ამ მომენტში ხდება პირველადი სამუშაოების წარმოება იმის პარალელურად, რომ მდინარე კიდევ ადიდებულია. უკვე სექტორებად არის დაყოფილი სად, რა ტექნიკა არის საჭირო – ამ ტექნიკის ნაწილი უკვე მუშაობს, ნაწილის მობილიზება ახლა მიმდინარეობს და დღის განმავლობაში, მითუმეტეს წყლის კლებასთან ერთად, ეს სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ზოგადად შესასწავლია მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა – ფაქტია, რომ წყალმა ამ ქუჩების გარკვეული მონაკვეთები გამორეცხა. ამ დროისთვის ქუჩები გადაკეტილია, რომ იქ მოძრაობა არ იყოს და საფრთხე თავიდან იყოს აცილებული. სტიქია მასშტაბურია – ერთია პირველადი სამუშაოები და მეორე – მთავრობა თავიდან ბოლომდე საქმის კურსშია. როცა ზარალი შეფასდება, შესაბამისი ექსპერტიზები გაკეთდება, მასშტაბურად დაიგეგმება რა სამუშაოები და როგორ უნდა განხორციელდეს, რომ სტიქიის შედეგები სრულად აღმოფხვრილი იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება- დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შემდეგი სტატიათემქის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა