სტიქია სამეგრელში – რამდენიმე წუთიანმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ძლერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა კედლებიც. ქარისა და სეტყვის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა სახნავ-სათესი ფართობები და სავარგულები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები. შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია.
წალენჯიხის მერიის თქმით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ადგილობრივთან ერთად ცენტრალური ხელისუფლებაც ჩაერთვება.