სტიქია წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა მოგლიჯა ხეები , ჩახერგა წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარისა და ლია-წალენჯიხის სამანქანე გზის მონაკვეთები. დაზიანდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ადმინისტრაციული შენობის სახურავები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია სწავლობს არსებულ მდგომარეობას. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს მერიის ცხელი ხაზი-599 64 70 50

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: მოგიწოდებთ გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიამიხელ სააკაშვილი: ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს