სტიქია წალენჯიხაში

წუხელ, გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სერიოზულად დაზარალდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფლებში – ფახულანი, საჩინოსა და ობიჯშია. დანგრეულია შიდა საუბნო გზები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დახოცილია შინაური ფრინველი. ასევე, განადგურებულია სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები. მდინარე „ჭანისწაყალი“ კალაპოტიდან გადმოვიდა. როგორც წალენჯიხის გამგებელმა, ბესიკ ფარცვანიამ „თაიმერს“ განუცხადა, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები და ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს.


.

banner
წინა სტატიაშირა კანონპროექტს სთავაზობს კახა მიქაია პარლამენტს
შემდეგი სტატიაწალენჯიხა-მაზანდარას უბანი