სტიქია თბილისში+ფოტო

2840_bთითქმის ერთ საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა დედაქალაქაში. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.ძლიერმა ქარმა მტკვირის მარცხენა სანაპიროზე ხე წააქცია, რის გამოც დაზიანდა გარე განათების ბოძები და რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდა.დატბორილ ქუჩებს შორის თემქის დასახლებაც მოხვდა, სადაც მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში ერთ-ერთ ქუჩაზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს სანიაღვრე ჭები.დატბორილია მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორია, ვაჟა–ფშაველა, დიდი დიღომი, ნუცუბიძის ქუჩა.იგივე მდგომარეობაა აღმაშენებლის ხეივანზე, თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.

2841_b2842_b7481640012843_b

banner
წინა სტატიაშიაფხაზ კარატისტთა ნაკრებმა სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა
შემდეგი სტატიასტიქია დუშეთის რაიონში