ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინძში ერემაძეების უბანში ბაჩუკი ერემაძის საკარმიდამო ნაკვეთის დამეწყვრა გამოიწვია.
მოხდა ოჯახის ევაკუაცია. მეწყერი საცხოვრებელ სახლამდეა მოსული. მეწყერმა პრობლემა შეუქმნა უბანთან დამაკავშირებელ გზასაც. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია. ამ დროისთვის ზუგდიდში არ წვიმს.