23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“სტიქია მასშტაბურია, ზიანი საკმაოდ დიდია”- დავით სონღულაშვილი თელავში არსებულ ვითარებაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თელავში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს „საკმაოდ დიდს“ უწოდებს. მინისტრის განცხადებით, ამჟამად პრიორიტეტი დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროული აღდგენა და ზარალის ზუსტი შეფასებაა.

„სტიქია მასშტაბურია. რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს. სამინისტროები ჩართული არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ზიანი დათვლილი, შეფასებული და აღმოფხვრილიც. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენითი ღონისძიებები. ცხადია, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეფასდება ზიანი. მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა დროულად იყოს აღდგენილი და ქალაქმა შეძლოს აქტიურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

banner
წინა სტატიაში“უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაცია”- თამარ ჩერგოლეიშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს ეხმაურება
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი: სენატორი გრემი ბოლომდე იბრძოდა უკრაინის მხარდასაჭერად