სტიქია ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები. ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები. წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები. ზარალს კომისია დაითვლის.
დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა წოწერია: წლის ბოლომდე ზუგდიდში 600-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემა, ხოლო უახლოეს წლებში დამატებით 1700-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მოსახლეობას ხვდება