ინდოეთის კერალას შტატში ძლიერი მეწყერი გვირაბის სამშენებლო მოედანს დაატყდა თავს.
კადრებში ჩანს, როგორ ეშვება ფერდობიდან დიდი რაოდენობით მიწისა და ტალახის მასა, რომელიც სამშენებლო ტერიტორიას ფარავს.
ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ადგილობრივმა სამსახურებმა ვითარების შეფასება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.
















