სტიქია კახეთში

ოზურგეთი-ბათუმის გზა დაკეტილია, ლანჩხუთში სახლებია დატბორილი

ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში მძიმე ვითარებაა. წაქცეულია ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. სოფელ ათენში არსებულ პირველ საჯარო სკოლას ხე დაეცა. იმ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფებოდა. ძლიერი ქარის გამო ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების ნაწილს ღამის გასათევი არ აქვს და დახმარებას ითხოვს. სტიქიის ზონაში მუშაობენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ამ წუთებში რეგიონში აღარ წვიმს. დილიდან სტიქიის ზონაში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენისათვის სარემონტო სამუშაოები განახლდება.

banner
წინა სტატიაშიიუნკერი: ევროპაში ეგზისტენციალური კრიზისის პერიოდია
შემდეგი სტატიატრამპის Lamborghini Diablo VT Roadster გასაყიდად გაიტანეს