ოკუპურებულ გალის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ქუჩები და სახლების პირველი სართული დატბორა.
გალში წყალდიდობამ 50-მდე სახლი დატბორა. ექვსი საათის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა. თვითმხილველების თქმით, ნალექი ისეთი უხვი იყო, რომ ხალხი რამდენიმე საათის მანძილზე გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა.
დაშავებულთა და ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.