მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის.

ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა, მზიანი ამინდების გამო კი ცეცხლი ადვილად ვრცელდება.

ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება

banner
წინა სტატიაშისაავადმყოფოებში აქციის დაშლისას დაშავებული სამი მოქალაქეა გადაყვანილი
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა