“სტიგმატიზება მე სიტყვა არ ვიცოდი და კობახიძემ მასწავლა – რამდენჯერმე ვთხოვე, რომ აეხსნა, დღესაც კარგად არ მესმის, მაგრამ აზრი მესმის.
ახლა ამ სტიგმატიზებას გადაეკიდნენ და როგორც იქნა, მეც ავითვისე და საზოგადოებამაც გაიგო, რა არის და როგორც არის”. – თქვა ბიძინა ივანიშვილმა, სამთავრობო ტელევიზია იმედთან მიცემულ ინტერვიუში















