სტეფანემ ასე მითხრა, თუ ტაძარში მოკვდები, ადვილად ცხონდებიო – მამა ანანია კალანდია

“მე დღემდე ვერ გამიგია, რისი შენდობა უნდა ვთხოვო ამ კაცს, მე მასთან არ მქონია არანაირი კონფლიქტი, მე მხოლოდ ჩემი პრობლემა ვუთხარი, რომ მანქანა არ მყავდა და სადაც თვითონ მივიდა, იქ ვერ მივიდოდი ვერანაირად, არც ეკონომიურად და არც ჯანმრთელობის მხრივ არ მქონდა მაგის საშუალება.

ჯანმრთელობას რაც შეეხება, თუ წირვაზე მოკდები, ადვილად ცხონდები, ნუ გეშინია და მანქანის საკითხს მე მოვაგვარებო, ასე მითხრა, მაგრამ არც მანქანა გამოაგზავნა, არც არაფერი და დავრჩი სახლში.

ერთხელ ვიქირავე მანქანა და წავედი, მამა დანიელმა გამიშვა, მივედი, რომ პრობლემა არ ყოფილიყო და მემსახურა თავიდან ბოლომდე. მომდევნო შაბათს, რადგან ვერ მოვახერხე მისვლა, ბრძანება მომივიდა, თუ დააგვიანებ და არ მოხვალ, განიკვეთებიო და შეასრულა ბოლომდე თავისი გაფრთხილება, გამკვეთა ეკლესიიდან და სიკვდილისკენაც მივედი. სასწრაფომ გუშინ რაიონის კლინიკაში გადამიყვანა, სადაც გამიწია დათა ციკოლიამ პირველადი დახმარება.” – მამა ანანია კალანდია.

https://youtu.be/LMHws-s5lF8

banner
წინა სტატიაშინახეთ, რომელი პარტიაა აქ და მე ვარ პარტიული?! – მამა ათენოგენი
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა