სტეფანჩუკი – ნატო-მ უნდა გააძლიეროს რუსეთის შეკავების პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო

ნატო-მ უნდა გააძლიეროს რუსეთის შეკავების პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

სტეფანჩუკის თქმით, უკრაინა 28-30 ივნისს დაგეგმილი მადრიდის ნატო-ს სამიტისგან მოელის, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია ხაზს გაუსვამს ალიანსის მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისა და აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნატოს განსაკუთრებული პოლიტიკის გამოხატვის კონტექსტში.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ალიანსის შეკავების პოლიტიკა რუსეთის მიმართ უნდა გაძლიერდეს. ღია აგრესია, დაშინების პოლიტიკა, ტერორისტული ქმედებები – რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველა ეს ინსტრუმენტი უნდა იყოს გააზრებული და სათანადოდ მოგერიებული. საჭიროა არა მლოლოდ რუსეთის შეჩერება და უკრაინიდან განდევნა. ის სამომავლოდ მოკლებულ უნდა იყოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შესაძლებლობას“, – აღნიშნა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ.

უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის სამხედრო მანქანის დემონტაჟი საუკეთესო ინვესტიციაა ევროატლანტიკური რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთი რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს, მოლაპარაკებების მასპინძლობას სთავაზობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად ლუკა იერუსალიმელის ხატი გადასცა