სტაჟირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.
სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება გასაუბრების ფორმით.
კანდიდატმა დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) დიპლომის ასლი/ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) CV.
გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისიის წარდგინებით.
მოცემული სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი და არ გულისხმობს სამომავლო დასაქმების ვალდებულებას, თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად justminabkhazia@gmail.com, ასევე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ, N17ე.

საკონტაქტო პირი სოფიო ყოლბაია, ტელ: 599 50 03 55, 222 12 05.

banner
წინა სტატიაშიინგუშეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა