რუსეთის ტერიტორიზე, სტავროპოლში ააფეთქეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორი, ზაურ გურციევი, რომელიც მარიუპოლზე საავიაციო დარტყმებს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ იერიშების დროს განადგურდა მარიუპოლის დრამატული თეატრი და იმსხვერპლა აღნიშნულ შენობაში თავშეფარებული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსული მედიის ინფორმაციით, “გურციევმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საავიაციო რაკეტების დამიზნების ტექნოლოგიის განვითარებაშიც“. ამჟამად იგი სტავროპოლის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.