ბრიუსელის მიერ გაწერილი 9 დათქმიდან 7 მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პროგრესი არ აქვს. დარჩენილ 2 პუნქტში, რომელიც კორუფციასთან ბრძოლასა და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის თანხვედრას მოიცავს, მხოლოდ ნაწილობრივი პროგრესია მიღწეული.
ასეთია 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებული პირველი შუალედური ანგარიშის შედგები, რომელიც საქართველოს პროგრესს ზომავს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ნაბიჯი N1
დეზინფორმაციასთან ბრძოლა – შესასრულებელია
ნაბიჯი N2
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა – ნაწილობრივ შესრულდა
ნაბიჯი N3
პოლარიზაციის დაძლევა – შესასრულებელია
ნაბიჯი N4
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – შესასრულებელია
ნაბიჯი N5
საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა – შესასრულებელია
ნაბიჯი N6
მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმა – შესასრულებელია
ნაბიჯი N7
ანტიკორუფციული ზომები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – ნაწილობრივ შესრულდა
ნაბიჯი N8
დეოლიგარქიზაცია – შესასრულებელია
ნაბიჯი N9
ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა – შესასრულებელია