სტატუსი არ ყოფილა ავანსი, დღეს უკრაინელები ყოველდღე იცავენ ევროპას – კასიანოვი ღარიბაშვილს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. კასიანოვის განმარტებით, ეს არ ყოფილა “ავანსი უკრაინისთვის”, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებისთვის 30 წელი იბრძოდა ქვეყანა.

“ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებისთვის 30 წელი იბრძოდა. ამისთვის გამოვიდა უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას, უკრაინელები ახლა ყოველდღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის”. – აღნიშნა კასიანოვმა.

წინა სტატიაშიმე არა ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან… – კობახიძე
შემდეგი სტატიათქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? -კობახიძე 5 ივლისის მოძალადეებზე