სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6%.
საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 9.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
თევზეული – 23.1%;
პური და პურპროდუქტები – 13.8%;
ხილი და ყურძენი – 13.3%;
ბოსტნეული და ბაღჩეული – 10.2%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.6%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 9.4%;
ზეთი და ცხიმი – 7.1%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 5.9%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 5.3%;
რძე, ყველი და კვერცხი – 5.3%;
ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 9.8%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 9.5%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 7.2%;
ჯანმრთელობის დაცვა- 5.9%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.3%;
განათლება – 2.1%;
ტრანსპორტი – 0.9%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 0.2%;
ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:
კავშირგაბმულობა – 4.6%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 2.7%;
დასვენება, გართობა და კულტურა – 2.1%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.2%.
















