24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

სტატისტიკის ეროვნული სამსახური: 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა

2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, 1 426 პირს კი შეუწყდა,- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მეტი – 1 393 ადამიანი, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის ფედერაციიდან იყო. 296-მა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა გერმანიიდან, უკრაინიდან – 114-მა პირმა, სომხეთიდან – 104-მა პირმა, აშშ-დან კი 81-მა პირმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, 2025 წელს ამის იურიდიულ საფუძველს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა. საქსტატის ინფორმაციით, 1 426 პირიდან, ვისაც გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, 639-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეობაც 209 პირმა მიიღო და მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს 121 პირით.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აუკრძალა
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა