29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“სტარმერმა სრული კრახი განიცადა, გადადგება”- ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება.

„მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). მას წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა Observer-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, ხვალ კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: ქოცები ყალბ ნარატივებს გვიქმნიან და ჩვენც ვეგებით ამ ანკესს
შემდეგი სტატია“საქართველოს არ ჰყავს პოლიცია და სასამართლო, ეს ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახურებია”- შალვა ნათელაშვილი