სტარმერმა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს “შესანიშნავი გარღვევა” უწოდა

სიხარულით მივესალმები დღეს ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას, ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტ ზელენსკის ამ შესანიშნავ გარღვევას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სტარმერის თქმით, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.

„ეს მნიშვნელოვანი მომენტია უკრაინაში მშვიდობისთვის და ახლა ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ მდგრად და საიმედო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთიც უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და საომარი მოქმედებების დასრულებას.

შაბათს ლიდერებს შევხვდები შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ომის დასრულებაში სამართლიანი და პერმანენტული გზით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, ისიამოვნოს თავისუფლებით“, – ნატქვამია სტარმერის განცხადებაში.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

banner
წინა სტატიაშიტრამპის თქმით, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება
შემდეგი სტატიამარკო რუბიო – დღეს კარგი დღე იყო მშვიდობისთვის, ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში მდგრადი მშვიდობის აღდგენას