გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამბობს, რომ „მსოფლიოში ყველაზე გეი პარლამენტი ჰყავთ“.
როგორც პრემიერმა „პრაიდის“ პატივსაცემად, დაუნინგ სთრითის რეზიდენციაში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა, მისი მთავრობა დაიცავს ლგბტქ+ უფლებებს და წინ უნდა აღუდგნენ დაყოფის პოლიტიკას.
„მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩვენ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს მსოფლიოში. არ მგონია, სადმე მსოფლიოში ამაზე გეი პარლამენტი იყოს“, – განაცხადა სტარმერმა.
















