სტარმერი: გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინას 1.6 მილიარდ ფუნტს გადასცემს 5 000-ზე მეტი რაკეტის შესაძენად- ეს რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდ ბრიტანეთში

სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდა იყოს გამყარებული სიძლიერით და ყველა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა შეიტანოს წვლილი, ყველამ უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და გაზარდოს საკუთარი წილი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ ოთხ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, ესენია: „ომის მიმდინარეობისას უკრაინაში სამხედრო დახმარების ნაკადის შენარჩუნება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, ნებისმიერი ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები ეცდებიან, შეაკავონ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მომავალი შეჭრა. იქმნება „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის გარანტირებისთვის“​​​​​​​​​​​​​​​​.

სტარმერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინას 1.6 მილიარდ ფუნტს გადასცემს 5 000-ზე მეტი რაკეტის შესაძენად. მისივე თქმით, ეს რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდ ბრიტანეთში. სტარმერის განმარტებით, მათი მიზანია უკრაინის დაყენება ძალიან ძლიერ პოზიციაში, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციიდან.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიის გზაჯვარედინზე. ეს არ არის მომენტი მეტი საუბრისთვის – დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო. ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი. არავის სურდა იმის ხილვა, რაც გასულ პარასკევს მოხდა, მაგრამ მე არ ვეთანხმები, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა. აშშ გაერთიანებული სამეფოს სანდო მოკავშირე იყო მრავალი ათწლეულის განმავლობაში და კვლავაც რჩება ასეთად“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეთანხმებას სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა.

„მოდით, ნათლად ვთქვათ, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე. ახლა ჩვენ ერთად უნდა შევასრულოთ ეს“, – განაცხადა სტარმერმა.

banner
წინა სტატიაშიპროტესტის 95-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მაგიდასთან, რათა გაიგოს, რისთვის არის მზად, რომ დაასრულოს ომი