10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

სტარმერი: დიდი ბრიტანეთი კატარში ავიაგამანადგურებლებს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი კატარში ავიაგამანადგურებლებს აგზავნის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

კირ სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა კატარში დამატებით Typhoon-ის ტიპის ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის.

„მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერებაა. ჩვენ თავდაცვის სწორი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

სტარმერის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა ავიაგამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ იანვარსა და თებერვალში განალაგა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი ჩაკეტა
შემდეგი სტატიათეირანში სტადიონი განადგურდა