Starlink-ი უკრაინაში წარმომადგენლობით ოფისს ხსნის

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა განაცხადა, რომ Starlink-მა მუშაობა დაიწყო უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე. აღნიშნულის შესახებ ფიოდოროვი ტელეგრამზე წერს.

„დღეს პოზიტიური პასუხი მივიღეთ. 10000-ზე მეტი სადგური დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომუნიკაციაში და სპეციალური ოპერაციების წარმართვაში. ახლა თითქმის შეუძლებელია უკრაინის წარმოდგენა თანამედროვე Starlink-ის ტექნოლოგიის გარეშე და ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული უკრაინელებისთვის.

როგორც იქნა, დღეს კიდევ ერთი დადებითი სიახლის შესახებ გვაცნობეს, Starlink-მა დაიწყო მუშაობა უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე,“ – ხაზგასმით აცხადებს უკრაინის ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, Starlink-ი ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის პროექტია, რომელიც ინტერნეტზე წვდომას უფასოდ უზრუნველყოფს.

26 თებერვალს მიხაილ ფიოდოროვმა კორპორაცია Tesla-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს დახმარებით მიმართა.

„ძვირფასო ილონ მასკ! სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზებას, რუსეთი უკრაინის კოლონიზებას ცდილობს. სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები ბომბავს უკრაინის საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს! ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ Starlink-ი“, – დაწერა ტელეგრამზე მინისტრმა.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა ნამდვილად გართულებულია, მას სჭირდება კვალიფიციური და ადეკვატური მკურნალობა – მინაშვილი
შემდეგი სტატია„აზოვმა“ რუსული ტექნიკა გაანადგურა