სტანისლავ პოლჩაკი – ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ უნდა დავარწმუნოთ ქართველი ხალხი, რომ მათ აქვთ ადგილი ევროპაში ჩვენს ოჯახში, იმ სახელმწიფოების ოჯახში, სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას

ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ უნდა დავარწმუნოთ ქართველი ხალხი, რომ მათ აქვთ ადგილი ევროპაში ჩვენს ოჯახში, იმ სახელმწიფოების ოჯახში, სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სტანისლავ პოლჩაკმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

როგორც სტანისლავ პოლჩაკმა აღნიშნა, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში.

„საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა, ეს არის ხალხი და ქვეყანა, პატივს სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომაც, თავისუფალი მედია არის ფუნდამენტი დემოკრატიისა. როდესაც ამ მიმართულებით არის უკუსვლა, ზოგადადაც დაღმავალ გზაზე ვიმყოფებით ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავარწმუნოთ ქართველი ხალხი, რომ მათ აქვთ ადგილი ევროპაში ჩვენს ოჯახში, იმ სახელმწიფოების ოჯახში, სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას. მოვუწოდებთ, დაუპირისპირდნენ ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და დაუჭირონ მხარი პრესის თავისუფლებას თავიანთ ქვეყანაში“, – განაცხადა სტანისლავ პოლჩაკმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა
შემდეგი სტატიაზელენსკი – იქნებ არ ვიყენებთ ჩვენი ლიდერობის სრულ პოტენციალს? ეს არის ჩემი კითხვა აშშ-ის მიმართ, დროა, ვიყოთ გავლენიანები 100 პროცენტით, ჩვენ შეგვიძლია ტირანიის დამარცხება