სტამბულში გოგჩენის აეროპორტში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქული CNN-ის ინფორმაციით ტერორისტულ აქტს თურქეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია მედიასაშუალებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება მოხდა სტამბულის საბიჰა გოგჩენის სახელობის აეროპორტში. შედეგად დაშავდა დასუფთავების სამსახურის ორი თანამშრომელი. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯერჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო წმინდა სინოდის განჩინებას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიში მოისმინა