სტამბულში გერმანიის საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის

სტამბულში გერმანიის საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის

3თურქმა სამართალდამცველებმა სტამბულში გერმანიის საელჩოსთან დაცვა გააძლიერეს. გადაკეტილია ქუჩა, რომელიც საელჩოს შენობამდე მიდის და დაყენებულია წყლის ჭვალის მანქანები – “დოიჩე ველე” იტყობინება.
გაძლიერებული ზომები შემოღებულია სტამბულში საკონსულოსთან საპროტესტო აქციის გამო, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. ანკარაში საპროტესტო გამოსვლები არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ორ ივნისს გერმანიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1915 წელს ოსმანეთის იმპერიის მიერ სომხების განადგურებას გენოციდს უწოდებს.
რეზოლუცია, თურქული მხარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დაძაბავს.

banner
წინა სტატიაშითურქმა მინისტრმა გერმანიას “ღუმელებში დამწვარი ებრაელები” შეახსენა
შემდეგი სტატიაგასულ კვირას დაკარგული იაპონელი ბავშვი იპოვეს