სტამბულში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები

ცოტა ხნის წინ ძლიერ აფეთქება მოხდა სტამბოლის ტურისტულ ცენტრში. სულთან–აჰმედის მოედანზე სამაშველო ჯგუფები და განმაღმველები არიან მობილიზებულები.

არსებული ინფორმაციით აფეთქებას სტამბულში მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის გერმანელი ტურისტებიც. მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ტუტმოს მესამეს ობელისკთან მოხდა და ადგილზე შეკრებილი უცხოელი ტურისტების გვერდით თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ამ დროისთვის არ არის ინფორმაცია დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიმერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სუსის უფროსმა თანამდებობა დატოვა