სტამბულში ახალმა უმსხვილესმა აეროპორტმა დაიწყო მუშაობა

სტამბოლში 6 აპრილიდან საერთაშორისო და შიდა რეისების მომსახურება უმსხვილესმა აეროპორტმა დაიწყო. ათათურქის აეროპორტი რამდენიმე საათია იქ გადაბარგდა. თურქულმა Turkish Airlines -მა პირველი რეისი დღეს, ადგილობრივი დროით 14.00 საათზე შეასრულა.

სტამბოლის ახალი აეროპორტი, რომელიც 8 მილიარდი დოლარი დაჯდა, თავდაპირველად წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მიიღებს. წელიწადში 200 მილიონი მგზავრის მომსახურებას აეროპორტი 2028 წლისთვის გეგმავს.
აეროპორტი მსოფლიოში 250 ავიაკომპანიას მოემსახურება. იქ ყოველდღიურად 2000 თვითმფრინავი დაჯდება.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დანიელი – ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება ემსახურება იმას, რომ ქართველმა ერმა გააცნობიეროს, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა
შემდეგი სტატიაBoeing-მა, შესაძლებელია მაქს 737 სერიების წარმოება შეწყვიტოს