სტამბოლში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მოეწერა ხელი

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ 5 იანვარს სტამბოლში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მოაწერა ხელი. დოკუმენტის უკრაინისთვია გადაცემა კვირას, 6 იანვარს არის დაგეგმილი. ხელმოწერა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოხდა, სადაც პატრიარქ ბართლომეს რეზიდენციაა. “ბიბისის” კორესპონდენტის ცნობით, ტომოსის ხელმოწერის შემდეგ უკრაინელმა მღვდელმსახურებმა ეკლესიაში უკრაინული საშობაო სიმღერა იგალობეს. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ ბართლომეს მადლობა გადაუხადა, რომლის შემდეგადაც ეკლესიაში აპლოდისმენტები გაისმა. ამის შემდეგ პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს ორდენი “დამსახურებისთვის” გადასცა.

გუშინ პატრიარქმა ბართლომემ მართლმადიდებელ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინის ავტოკეფალია აღიარონ. მანამდე პოლონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე. სერბეთის ეკლესიამ კი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას პოლიტიკური პროექტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიგაფრთხილების მიუხედავად ტრამპმა “ბეჭდების მბრძანებლების” სლოგანი ისევ გამოიყენა
შემდეგი სტატია,,დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიასა და საზოგადოებაში ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს”