სტამბოლში თურქი მსახიობი ჯან იამანი ნარკოდანაშულისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით,  სტამბოლში თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, მსახიობს ხელბორკილები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაადეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯან-თან ერთად დააკავეს მსახიობი სელენ გორგიუზელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ჯან იამანს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

თურქული მედია წერს, რომ 9 იანვარს, 9 ობიექტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სტამბოლის ღამის კლუბებსა და სასტუმროებში პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

თურქეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშეწყობისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფარგლებში, ჯამში 7 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება ჯან იამანს ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი დროებით გაათავისუფლეს. მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ირანელებო, თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება” – ამერიკა ირანელ ხალხს დაეხმარება
შემდეგი სტატიაამერიკელმა სამხედროებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეები დაბომბეს