სტამბოლში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 166-მდე გაიზარდა

news
ავტ.: news დეკემბერი 11, 2016 12:13

სტამბოლში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 166-მდე გაიზარდა

ბოლო ინფორმაციით სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 170-მდე დაიჭრა. აქედან ორი მშვიდობიანი მოქალაქეა, დანარჩენი 27 პოლიციის ოფიცერია, მათ შორის პოლიციის უფროსიც. საავადმყოფოებში 166 დაჭრილი გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა მანქანის აფეთქების შემდეგ ოპერაცია ჩაატარეს და 10 ეჭვმიტანილი დააკავეს. ქვეყანაში ერთ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ქალაქის ისტორიულ ცენტრში გუშინ მოხდა. ბეშიქთაშის სტადიონთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

news
ავტ.: news დეკემბერი 11, 2016 12:13