სტამბოლში პუტჩის საქმეზე დაკავებულთა უმრავლესობა გაანთავისუფლეს

სტამბოლში პუტჩის საქმეზე დაკავებულთა უმრავლესობა გაანთავისუფლეს

7სტამბოლში 989 დაკავებული სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დააკავეს, 758 გაანთავისუფლეს – დღეს Anadolu წერს.
დაკავებულები, მათ შორის სტამბოლის სამხედრო სასწავლებლის კურსანტები, პროკურატურამ ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ გაანთავისუფლა. 231 სამხედრო მოსამსახურის საქმე სასამართლოს გადაეცა.

პუტჩის მცდელობისად დაიღუპა 246 ადამიანი (ამბოხებულების გარდა), 2, 1 ათასმა ჭრილობა მიიღო. 60 ათასი სამხედრო, პოლიციელი, მოსამართლე, მასწავლებელი და ჩინოვნიკი სამსახურიდან დაითხოვეს. დაიხურა 130 მედიასაშუალება. ამბოხების მცდელობიდან 5 დღის შემდეგ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სახელმწიფო ვებ-გვერდებზე კიბერშეტევების უკან ამერიკულ კვალს ხედავენ
შემდეგი სტატიამოსკოვის მეტროს ორ სადგურზე მაღალი ტემპერატურის გამო წყალი დაარიგეს