სტამბოლში პოლიციამ ქალთა მარშის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სტამბოლში პოლიციამ 8 მარტს, ქალთა მარშის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე ხელისუფლებამ მისი ჩატარება აკრძალა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. თუმცა, იქ რამდენიმე ათასი ქალი მაინც შეიკრიბა, რომ საკუთარი უფლებების შესახებ და ძალადობის წინააღმდეგ ესაუბრა. პოლიციამ მონაწილეებს თავდაპირველად მარშის სხვა ქუჩაზე გადატანა შესთავაზა, უარის შემდეგ, აქციის მონაწილეები პოლიციის ორმა კორდონმა მოიმწყვდია და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – 9 მარტს “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგამოცდების გაუქმება – გაერთიანებული ოპოზიცია სასკოლო განათლების ხარისხის გაუარესებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი უარყოფს ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს კომპანია სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდის