სტამბოლში ფართომასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

შაბათს, 22 დეკემბერს ათასობით პროტესტანტი გამოვიდა სტამბოლის ქუჩებში კვების პროდუქტებზე ფასების მატებისა და ინფლაციის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ ტრანსპარანტები ეჭირათ, მათ შორის, საფრანგეთში მიმდინარე “ყვითელი ჟილეტების” მინიშნების. დემონსტრაციაში, რომელიც პროფკავშირმა KESK მოაწყო, რომელიც სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანიზაციებს აერთიანებს, მთელი თურქეთიდან იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის, ცალკეულ პროვინციებში – “დოიჩე ველე” წერს.
სტამბოლის დემონსტრაციაში ზოგიერთ მონაწილეს ეჭირა ტრანსპარანტი წარწერით “ივნისი” – ამდაგვარად ისინი მიანიშნებდნენ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის წინააღმდეგ 2013 წელს გამართულ ფართომასშტაბურ აქციებზე, რომელიც ტაქსიმში იმართებოდა.

თურქეთის ეროვნული ვალუტის ინფლაციამ 2018 წლის აგვისტოში, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიორანგუტანგები შვიდი წლის ბავშვზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიალეონიძის ქუჩაზე „ნიკორას“ მაღაზიის ჭერი დაიწვა