სტამბოლში ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა, გრძელდება

სტამბოლში ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა, გრძელდება.

ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილების მიუხედავად, რომ საპროტესტო აქციების მიმართ ტოლერანტობა არ იქნება, ქუჩაში ასიათასობით ადამიანია გამოსული და ქალაქის მერის დაკავებას აპროტესტებს. აქცია ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე ლოკაციაზე აქციის მონაწილეები ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების უკან დასახევად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით, ოთხშაბათს დააკავეს.

შეტაკებები ერდოღანის საწინააღმდეგო მომიტინგეებსა და თურქ სპეცრაზმს შორის იზმირშიც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დღეს დაკავებული სამი პირიდან ორი ხელწერილით გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს