სტამბოლში მეტროს ესკალატორმა ადამიანი ,,ჩაყლაპა,, (ვიდეო)

სტამბოლში, მეტროსდგურ ,,აიაზაღას,, ჩასასვლელში, გაუმართავმა ესკალატორმა ადამიანი ,,ჩაყლაპა,, – წერს თურქული მედია. გავრცელებულ ვიდეოში, კარგად ჩანს, თუ როგორ იხსნება ესკალატორის მოძრავი კიბე და როგორ ვარდები მამაკაცი შახტაში. ხოლო შემდგომ, ზემოდან კვლავ ესკალატორის მოძრავი საფეხურებით იფარება. როგორც თურქული მედია აცხადებს, მაშველებს და მეტროს თანამშრომლებს ერთი საათი დასჭირდათ ესკალატორში ჩავარდნილია ადამიანის გამოსაყვანად, რომელიც შემთხვევას ცოცხალი გადაურჩა. დაზარალებული, ხელის მოტეხილობით და დაბეჟილობებით, საავადმყფოში გადაიყვანეს.  როგორც თურქული მედია აცხადებს, დაზარალებულის ადვოკატმა უკვე მიმართა სასამართლოს, რათა მეტროს ადმინისტრაციისაგან სერიოზული კომპენსაცია მოითხოვონ.

 

https://youtu.be/7eC8ogqgLzA

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი ევროკავშირისგან 7 მილიარდამდე ევროს მიიღებს
შემდეგი სტატია,,მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ საკუთარი შვილი დაასაფლავა”