სტამბოლში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავეს

სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილია 40 უცხოელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებს სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. დაკავებულები წარმოშობით აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის ზოგიერთი მანამდე სირიაში ექტრემისტების რიგებში იბრძოდა.

პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სტამბოლის რაიონ ფათიჰში 23 სახლი გაჩხრიკა.

ბოლო თვეებში “ისლამურ სახელმწიფოში” გაერთიანების მიზნით ათასობით უცხოელი გაემგზავრა სირიაში საბრძოლველად. მათი მარშრუტი ხშირ შემთხვავში თირქეთზე გადიოდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიაგლდანში ტექნიკის მაღაზიას ავტობუსი შეეჯახა