სტამბოლში „ღია ტანსაცმლის“ გამო ქალი სცემეს

ევროკომისია: თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია საშიშია

14გაზეთ Turkish daily Evrense-ის თანამშრომელი, რომელიც ორსულობის მეექვსე თვეშია, სტამბოლში ადამიანების ჯგუფმა “არაღირსეული” ტანსაცმლით ქუჩაში გასვლის გამო სცემა – წერს Turkish daily Evrense-ი. ხაზალ ოლმეზის თქმით, მას ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაესხა თავს. “სამსახურიდან სახლში მივდოდი. მოულოდნელად, უკნიდან ვიღაცამ თმებში ჩამავლო ხელი, ვნახე ფარანჯიანი ქალი და ვკითხე, რაში იყო საქმე. პასუხის გაცემის ნაცვლად, მან ჩემი ცემა დაიწყო. მადანაშაულებდა, რომ „ღია ტანსაცმელი“ მაცვია და ესე იგი გიულენის მომხრე ვარ” – იხსენებს დაზარალებული. მისი განცხადებით, თავდამსხმელს გამვლელებიც შეუერთდნენ. “მათ ჩემი ჩაქოლვა სურდათ”. ოლმეზი ამბობს, რომ აღნიშნულ სცენას ხალხი გულგრილად აკვირდებოდა. იგი გადაარჩინა 60 წლის ქალბატონმა, რომელმაც მისი თავი თავდამსხმელებს გამოსტაცა. ექიმის თქმით, რომელმაც ოლმეზი გამოიკვლია, შესაძლებელია ბავშვი დაშავებული იყოს.

banner
წინა სტატიაში67 წლის ოზი ოსბორნი სექსუალურ დამოკიდებულებაზე მკურნალობს
შემდეგი სტატიატრანსგენდერმა ქალმა აშშ-ში ბანკი გაძარცვა