სტამბოლში გეი-აღლუმის დარბევის დროს ორი გერმანელი პოლიტიკოსი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გეი-აღლუმი ცრემლსადენი გაზით დაშალა. აქციის დროს დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი გერმანელი პოლიტიკოსი – ევროპარლამენტის დეპუტატი, მწვანეთა პარტიის წევრი ტერი რეინტკესი და ბუნდესტაგის წევრი ვოლკერ ბეკია. გერმანელი პოლიტიკოსები მალევე გაათავისუფლეს.

სტამბოლში გამართული გეი-აღლუმი არასანქცირებული იყო. ქალაქის მთავრობამ ლგბტ-აქტივისტებს მსვლელობის ჩატარების უფლება შესაძლო თავდასხმების მიზეზით არ მისცა. გასულ კვირას თურქეთში მოქმედმა ერთ-ერთმა ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ჩაშლის გეი-აღლუმს, თუ ხელისუფლება არ აკრძალავს მსვლელობას.

სტამბოლში ლგბტ-აღლუმი ყოველწლიურად 2005 წლიდან მშვიდ ვითარებაში იმართებოდა. პირველად პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით 2015 წელს დაშალა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილსა ერთ საკანში არ მოათავსებენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : „ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი, მოსახლეობის გადასაწყვეტია”