სტამბოლში გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახი ცხედრის დროულად გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

სტამბოლში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. ისინი უწყებას ცხედრის დროულად გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ.

როგორც აცხადებენ, მომხდარის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს და მათთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი, თუმცა თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

51 წლის საქართველოს მოქალაქე, მზია დუნდუა თურქეთში გარდაცვლილი იმ სახლში იპოვეს, სადაც მუშაობდა. საქართველოს გენერალურ საკონსულოს ინფორმაცია თურქმა სამართალდამცველებმა ორი დღის წინ მიაწოდეს.

ცხედარს უკვე უტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ინიშნება
შემდეგი სტატიადიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა – კარასინის განცხადებებს ოფიციალური თბილისი ეხმაურება