სტამბოლში ჩატარდა სტიქიური დემონსტრაცია

saprotesto -aqciaსტამბოლში, რუსული სამხედრო სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის საკონსულოსთან შეგროვდა რამდენიმე ათეული ადამიანი, პროტესტის გამოსახატად იმ ოპერაციების წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ატარებს თურქმანებით დასახლებულ სირიის რეგიონებში,
რუსეთის საკონსულოს სტამბოლში იცავს თურქეთის პოლიცია.
დემონსტრაციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძმები თურქმანები მარტო არ არიან!“, „მკვლელი რუსეთია, გაეთრიეთ სირიიდან!“
მოსკოვშიც, თურქეთის საელჩოსთან ჩატარდა მოსკოველების საპროტესტო აქცია, თვითმფრინავის განადგურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტყობინება რუსული სააგენტო ТАСС.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აღშფოთებულები არიან თურქეთის ხელისუფლების მოქმედებით და უნდა აგოს პასუხი ამისთვის. „ეს აგრესია ჩვენი ქვეყნის მისამართით ჰგავს პროვოკაციას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უყურადღებოდ არ დარჩება“ – თქვა აქციის მონაწილემ.
აქტივისტებმა პიკეტები გამართეს შემდეგი პლაკატებით: „თურქეთმა პასუხი უნდა აგოს!“ , „შურისძიება გარდაუვალია“, „ჩამოგდებული მფრინავები ანადგურებდნენ ტერორისტებს, რომ არ დაღუპულიყვნენ ჩვენი და თქვენი მშვიდობიანი მოქალაქეები“.
თურქმანულმა ამბოხებულებმა სირიაში განაცხადეს, რომ მოკლეს ორი რუსი პილოტი მათი კატაპულტირების შემდეგ. სააგენტო Doğan News Agency-სთან ინტერვიუში თურქმანული ძალების დივიზიონის მეთაურმა ალპასლან ჩელიკმა დაადასტურა, რომ ორივე პილოტი დაიღუპა.“ ჩვენ ჩამოვაგდეთ ორივე პილოტი, როცა ისინი პარაშუტით ეშვებოდნენ, მათი გვამი ჩვენთან არის“ – თქვა ჩელიკმა.

banner
წინა სტატიაშილევან ქარდავა: წარმოადგენს თუ არა ISIS საშიშროებას? არა არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრომ ნონა გაფრინდაშვილს მორიგი წარმატება მიულოცა