სტამბოლში აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

სტამბოლში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან დამატებითი ცნობების მოპოვების მიზნით. გენერალური საკონსულოს თანამშრომლები მიემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით. დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. საერთაშორისო მედიის ცნობით დაღუპულია 10, დაშავებულია 15-მდე ადამიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, სტამბოლის ცენტრში მომდარ აფეთქებას მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შეგახსენებთ, სტამბოლოს ცენტრის ისტორიულ უბანში, სულთან-აჰმეთის მოედანზე აფეთქება ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელმა ტერორისტმა უცხოელი ტურისტების გვერდით აიფეთქა თავი.

banner
წინა სტატიაშინონა უბილავა: “მე გავასაჯაროებ არონიას ლობისტებს და მის ინფორმატორებს”
შემდეგი სტატიადევნილებისთვის ერთი თვის წინ გადანაწილებული საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე არ გადაუციათ