სტამბოლში აფეთქება მოხდა

14თურქეთში, სტამბოლში, პოლიციის ერთ-ერთ ოფისთან აფეთქება მოხდა – დღეს თურქული არხი NTV ავრცელებს. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ. მიმდებარე შენობებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლეტისტმა ისროლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მას ეძებს. თვითმხილველები ასევე სროლებზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი პოლიტიკოსი ისევ საავადმყოფოშია
შემდეგი სტატიაპოროშენკომ პუტინს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მადლობა გადაუხადა