სტამბოლში 51 წლის ქართველი, 2 შვილის დედა ცივი იარაღით მოკლეს

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, ორი შვილის დედა, 51 წლის მზია დუნდუაა.

შოთა სიხარულიძის ინფორმაციით, ქალბატონს ოჯახის უფროსმა ქალბატონმა დანით 40 ჭრილობა მიაყენა.

მოკლული ქართველი ემიგრანტი თურქეთში, უკეთლიშობილესი ქალბატონი მზია, რომელსაც 40 ჭრილობა მიაყენა ოჯახის უფროსმა ქალბატონმა დანით დაჩეხა…. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”- წერს სიხარულიძე.

ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.უწყების პრესსამსახურის ცნობით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი ქართველი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” გორის ორგანიზაციის 60-მდე წევრმა დატოვა