სტამბოლის ტერაქტზე დაკავებულთა შორის გუანტანამოს ყოფილი პატიმარია

სტამბოლის ტერაქტზე დაკავებულთა შორის გუანტანამოს ყოფილი პატიმარია

1სტამბოლის ტერაქტის მოწყობასთან დაკავშირებით დაკავებულთა შორის გუანტანამოს ყოფილი პატიმარი, რუსი აირატ ვახიტოვია – Hurriyet Daily News-ი წერს. როგორც გამოცემა ავრცელებს, “ვახიტოვი არასდროს იბრძოდა სირიაში ან ერაყში, არასდროს იყო “ისლამურ ასხელმწიფოში”. ის სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციაში მონაწილეობდა”.ვახიტოვი სხვა ეჭვმიტანილებს შორის სპეცოპერაციის ჩატარებისას დაიჭირეს, რომელიც სტამბოლში უშიშროების განყოფილებამ ჩაატარა. გუშინ, თურქეთის პროკურატურამ ყველა დაკავებულს ბრალი წაუყენა, სასამართლომ კი ყველა მათგანს პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი 28 ივნისს მოხდა. აფეთქებების შედეგად დაიღუპა 44 ადამიანი და 239 დაშავდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
გამოცემის მონაცემებით, ვახიტოვმა 2005 წელს უარი განაცხადა რუსულ პასპორტზე და მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. Hurriyet Daily News-ი არ აზუსტებს, რომელ ქვეყნაზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი
შემდეგი სტატიამუამარ კადაფის ვაჟი სიკვდილით დასჯას გადაურჩა და თავისუფლებაზე გამოვიდა